მეტაფიზიკური ფსიქოლოგია

ძველ საბერძნეთში პირველი ფილოსოფიური სისტემების შექმნიდან მოყოლებული ადამიანის სულიერი სამყაროს გააზრება ფილოსოფიური წარმოდგენების ფარგლებში მოექცა. ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებებში (პლატონისოკრატე,არისტოტელე) მოცემულია ფსიქიკური პროცესების ერთგვარი გაგება:ისინი ისეთი მოვლენებია, რომლებიც რაღაც ზებუნებრივი, „სინამდვილის გადაღმა არსებული“, მეტაფიზიკური არსის - „სულის“ გამოვლინებას წარმოადგენენ. ფსიქოლოგიის განვითარების ამ ეტაპს მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპს უწოდებენ. პირველი სპეციალური ფსიქოლოგიური ნაშრომი, ტრაქტატი სულის შესახებ შექმნა არისტოტელემ ჩვ.წ.აღ-მდე მეოთხე საუკუნეში. მას მიაჩნდა, რომ სული სხეულის არსია, ანუ ის, რაც სხეულს ცოცხლად ხდის. ყველაფერი, რაც ცოცხალ არსებაში ხდება, სულის მოქმედების გამოვლინებაა.არისტოტელემ მოგვცა ადამიანის სულიერი გამოვლინებების, თანამედროვე ტერმინით ფსიქიკური პროცესების (შეგრძნებამეხსიერებაწარმოსახვააზროვნებაგრძნობებინებელობა) დახასიათება, რომელიც დღესაც გაოცებას იწვევს დაკვირვების სიმახვილით და ანალიზის სიზუსტით. 

No comments:

Post a Comment