წინამეცნიერული ეტაპი

უძველეს დროში გაჩენილი პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების - „სულის“ - შესახებ საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიას. ჩვენს შორეულ წინაპრებს სწამდათ, რომ სული ან „აჩრდილი“ დაკავებული იმის დადგენით, თუ რას ხედავს თვალი, რა ესმის ყურს და რას გრძნობს კანი. მათ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს სული გამოდიოდა სხეულიდან და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით სიზმარში. ძველმა ცივილიზაციებმა მოიგონეს იდუმალი ძალით დაჯილდოებული ღმერთები და ქალღმერთები, რომლებიც იწვევდნენ ადამიანთა სულიერი სამყაროს ყველა აუხსნელ გამოვლინებას: ადამიანის მიერ რეალობის აღქმას, ფსიქიკურ აშლილობებს, სიყვარულს, სიმამაცეს, სიმხდალეს და ა.შ.  

No comments:

Post a Comment